VIDEO - დასუფთავების რა პროცედურები გაიარა სკამმა, სადაც კიმ ჩენ ინი პუტინთან შეხვედრის დროს უნდა დამჯდარიყო - კვირის პალიტრა

VIDEO - დასუფთავების რა პროცედურები გაიარა სკამმა, სადაც კიმ ჩენ ინი პუტინთან შეხვედრის დროს უნდა დამჯდარიყო

უცხოურ მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ ასუფთავებენ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის სკამს, სადაც ის პუტინთან შეხვედრის დროს უნდა დამჯდარიყო.

ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდნენ.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა მადლობა გადაუხადა პუტინს რუსეთში მიწვევისთვის.

„გმადლობთ, რომ მოგვიწვიეთ, მიუხედავად თქვენი დატვირთული გრაფიკისა“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა შეხვედრისას.