"მინდა, ჩემი შვილები ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები იყვნენ და პრინცებს არ დაელოდნენ, რომ რამეს მიაღწიონ"
დისნეის პრინცესები მსოფლიოში უამრავ გოგონას უყვარს. თუმცა, ყველა მშობელი ბავშვების ამ მისწრაფებებს არ იზიარებს და ზოგიერთი ანიმაციის ყურებას შვილებს უკრძალავს.
მსახიობმა კირა ნაითლიმ აღიარა, რომ ქალიშვილებს არ აძლევს უფლებას, Disney-ს ზოგიერთ პროექტებს უყურონ. მას სურს, რომ მისი შვილები ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები იყვნენ და თავად მიაღწიონ წარმატებას.
ნაითლი და მისი მეუღლე, 39 წლის მუსიკოსი ჯეიმს რაიტონი ორ გოგონას ზრდიან. მათი უფროსი ქალიშვილი ედი 2015 წელს დაიბადა, 2019 წელს კი უმცროსი და, დელილა შეეძინა. კირა, როგორც თავად აღნიშნავს, კატეგორიული წინააღმდეგია, მისმა გოგონებმა პრინცესებზე სხვადასხვა მულტფილმსა თუ ანიმაციას უყურონ. მისი თქმით, ზოგიერთი მათგანი ქალის როლს სტერეოტიპულად წარმოაჩენს და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთა გაღვივებასაც შვილებთან აქტიურად ცდილობს.
"სიფრთხილით ვარჩევ ყველა მულტფილმსა თუ ანიმაციას, რომლებსაც ჩემი შვილები უყურებენ. არ მომწონს ის მნიშვნელობა, რომელიც ზოგიერთ მათგანშია. მინდა, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალები იყვნენ და პრინცებს არ დაელოდნენ, რომ რამეს მიაღწიონ." - უყვება კირა USA Today-ს. განაგრძეთ კითხვა