ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი? - კვირის პალიტრა

ნორვეგიის პრინცესა მარტა ლუიზა  ქორწინდება შამანზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მკვდრეთით აღდგა - რას აცხადებს სამეფო ოჯახი?

ნორ­ვე­გი­ის პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზამ და მის­მა ამე­რი­კელ­მა პარტნი­ორ­მა, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა შა­მან­მა დი­უ­რეკ ვე­რეტ­მა, მო­მა­ვა­ლი ზა­ფხუ­ლის­თვის ქორ­წი­ლის თა­რი­ღი გა­მო­ა­ცხა­დეს. მათ ნიშ­ნო­ბა ჯერ კი­დევ 2022 წლის ივ­ნის­ში შედ­გა, წყვილ­მა პა­ტარ­ძლის მა­მის­გან კურ­თხე­ვა მი­ი­ღო - ნორ­ვე­გი­ის მეფე ჰა­რალდ V-მ მარ­ტას და დი­უ­რეკს მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღებს დი­უ­რეკს ოჯახ­ში.

652904-1-39296-1694677277.jpg

ვე­რე­ტი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი და შა­მა­ნია. ის სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­რე­შე ეწე­ვა. კერ­ძოდ, ის ამ­ტკი­ცებს, რომ კიბო თა­ვად ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნია და "ინ­ტერ­ნეტ­ში" ყი­დის მე­და­ლი­ო­ნებს, რაც , მისი მტკი­ცე­ბით, ადა­მი­ა­ნებს კო­ვი­დის­გან იცავს.

პრინ­ცე­სა მარ­ტა ლუ­ი­ზა საქმრო მსგავ­სად ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­დი­ცი­ნით არი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლი და შარ­შან ამ საქ­მის გამო სა­მე­ფო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბიც კი დათ­მო. ის ასე­ვე აცხა­დებს, რომ ან­გე­ლო­ზებ­თან ურ­თი­ერ­თობს.

norvegiis-princesa-1694677241.png

შა­მა­ნი­სა და პრინ­ცე­სას ქორ­წი­ლი ულა­მა­ზეს სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ გე­ი­რან­ჯერ­ში, ფი­ორ­დის სა­ნა­პი­რო­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ეს ად­გი­ლი შე­ტა­ნი­ლია იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის სი­ა­ში.

"მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ დი­უ­რე­კი შე­უ­ერ­თდე­ბა ჩვენს ოჯახს და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღის აღ­ნიშ­ვნას ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­თან ერ­თად“, - ამ­ბო­ბენ ნორ­ვე­გი­ის მეფე და დე­დო­ფა­ლი ოთხშა­ბათს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში. ”მარ­ტას და დი­უ­რეკს ყვე­ლა­ფერ სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებთ”. (გააგრძელეთ კითხვა)