"მათ თითოეულ ხელზე მხოლოდ 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვთ" - რა მიზნით გაიმართა უცხოპლანეტელების შესახებ საჯარო მოსმენა მექსიკაში
12 სექტემბერს მექსიკაში ამოუცნობი ანომალური ფენომენების შესახებ საჯარო მოსმენა პირველად გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს "ამერიკის ხმა" აქვეყნებს. მოსმენაზე "არა-ჰუმანოიდი" არსებების ნეშტები წარმოადგინეს. 2017 წელს პერუში აღმოჩენილი ორი მუმიის ასაკი 700 და 1800 წელია. მათ თითოეულ ხელზე მხოლოდ 3 თითი და წაგრძელებული თავი აქვთ.
მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ორი მუმიის დნმ ადამიანის დნმ-ს არ მიეკუთვნება.
კონგრესის მოსმენის მიზანი იყო გადაწყვეტილების მიღება საჰაერო კოსმოსური სივრცის დაცვის კანონის შესახებ, რომელიც მექსიკას გადააქცევს მსოფლიოში პირველ ქვეყნად, რომელიც დედამიწაზე უცხოპლანეტელთა ყოფნას აღიარებს.
წყარო: ამერიკის ხმა
იხილეთ ვიდეო: