„აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სახლს ნახაზის კი არა, ნახატის მიხედვით აკეთებდნენ“ - კვირის პალიტრა

„აღმოჩნდა, რომ იუსტიციის სახლს ნახაზის კი არა, ნახატის მიხედვით აკეთებდნენ“

„ჩინელი, იმის მიხედვით, როგორი ტექნიკური დავალებაა და რამდენს გადაუხდი, გაგიკეთებს ოქროს სასახლესაც და ხუხულასაც“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში მამუკა გამყრელიძემ „პალიტრსანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის შესრულებისას, ყველაფერი დამოკიდებულია დამკვეთზე, რომელიც ტექნიკურ დავალებას გასცემს.

„ჩინელი, იმის მიხედვით როგორი ტექნიკური დავალებაა და რამდენს გადაუხდი, გაგიკეთებს ოქროს სასახლესაც და ხუხულასაც. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი დამკვეთს მიერ გაცემულ ტექნიკურ დავალებაზე. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ ჩინელები ცუდად აშენებენ, მე ვკითხავდი, თქვენ მიეცით შესაბამისი კვლევები? გეოდეზია, გეოლოგია...

ჩემი გამოცდილებიდან, როდესაც აშენებდნენ იუსტიციის სახლს, ვეჩხუბეთ შანხაის ჩინელებს, დროზე რატომ არ აკეთებთ ამ დავალებას. ჯერ გაჩუმდნენ და მერე გვითხრეს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ნახაზს გვაძლევთო?განაგრძე კითხვა