"ვინც ვერაფრით ვერ გათხოვდა ან კიდევ გათხოვდა და ქმარი ღალატობს, ან თბილი სიტყვა არ ღირსებია, ყველა დაბოღმილი "გაიჩითა"... - რას წერს ბიჭი, რომლის ჯვრისწერის ვიდეომაც სოციალური ქსელი მოიცვა
"ხალხო, დავქორწინდი და ჯვრისწერისას სიხარულისგან ემოციები მომაწვა" - ასე ეხმაურება საკუთარი ქორწილის ვოდეოზე დაწერილ კომენტარებს საბა კობერიძე:
კომენტარებს გადახედეთ და "იკაიფეთ", რა შეგნების საზოგადოებაში გვიწევს ცხოვრება და მერე იფიქრეთ ევროპებზე და ამერიკებზე, რესეთებზე და სხვა დანარჩენებზე.
"იმენა", ვინც ვერაფრით ვერ გათხოვდა ან კიდევ გათხოვდა და ქმარი ღალატობს, ან თბილი სიტყვა არ ღირსებია, ყველა დაბოღმილი "გაიჩითა"... რა გჭირს ეროო" - წერს სოციალურ ქსელში კობერიძე საბა, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.