კოდუების ოჯახური ვოიაჟი და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თავბრუდამხვევი ცხოვრება ევროპაში - რა ფოტოებს აქვეყნებენ ერეკლე კოდუა და მისი უკრაინელი მეუღლე?
"ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანი, ერეკლე კოდუა, რომელიც მედიისთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე ქორწინების შემდეგ გახდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოდან წავიდა და წლებია უნგრეთში ცხოვრობს.
ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება, უნგრეთში მესამე ცოლთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მოგზაურობაში ატარებს.
კატალინა (კატიკა) დიდა უკრაინული წარმოშობის გოგონააა და კოდუას ევროპაში წასვლის შემდეგ, მის ცხოვრებაში მალევე გამოჩნდა. წყვილი ხშირად აქვეყნებს საერთო ფოტოებს, მათ ხშირად სტუმრობენ ერეკლე კოდუას შვილები საქართველოდან. ცნობისთვის, კოდუას ორი ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავს.
ერეკლესა და კატიკას შორის ასაკობრივი სხვაობა 19 წელია, თუმცა ეს სულაც არ უშლით ხელს, რომ ერთნაირი გართობა მოსწონდეთ. წყვილს ჯერჯერობით საერთო შვილი არ ჰყავთ, სახლში ხუთ შინაურ ცხოველს, სამ კატას და ორ ძაღლს უვლიან.
როგორც ირკვევა კატალინას კარგი ურთიერთობა აქვს ერეკლე კოდუას ოჯახთან და ხშირად იკრიბებიან კიდეც ერთად. გუშინ ერეკლე კოდუამ ძმის, დავით კოდუას ოჯახთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე დათო კოდუა, მისი შვილები და ყოფილი მეუღლე ნათია გედევანიშვილი არიან. ფოტოს მაზლის ყოფილ მეუღლესთან კატალინაც ავრცელებს. იხილეთ სრულად