უდიდესი აღიარება - "ფიფამ" ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციის პრეტენდენტთა შორის დაასახელა - კვირის პალიტრა

უდიდესი აღიარება - "ფიფამ" ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციის პრეტენდენტთა შორის დაასახელა

"ფი­ფამ" 2023 წლის მი­ხედ­ვით The Best Men’s Player-ის პრი­ზის 12 პრე­ტენ­დენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა და რა­ო­დენ სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და "ნა­პო­ლის" გა­რე­მარ­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მოხ­ვდა.

ფი­ფას ნო­მი­ნან­ტე­ბი

ხუ­ლი­ან ალ­ვა­რე­სი (მან­ჩეს­ტერ სიტი), მარ­სე­ლო ბრო­ზო­ვი­ჩი (ინ­ტე­რი/ალ ნას­რი), კე­ვინ დე ბრუ­ი­ნი (მან­ჩეს­ტერ სიტი), ილ­კაი გი­უნ­დო­გა­ნი (მან­ჩეს­ტერ სიტი), ერ­ლინ ჰო­ლა­ნი (მან­ჩეს­ტერ სიტი), როდ­რი (მან­ჩეს­ტერ სიტი), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (ნა­პო­ლი), კი­ლი­ან მბა­პე (პსჟ), ლი­ო­ნელ მესი (პსჟ/ინ­ტერ მა­ი­ა­მი), ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი (ნა­პო­ლი), დეკ­ლან რა­ი­სი (ვესტ ჰემი) და ბერ­ნარ­დუ სილ­ვა (მან­ჩეს­ტერ სიტი).

2023 წლის 20 აგ­ვის­ტომ­დე ფეხ­ბურ­თელ­თა თა­მა­ში და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღე­ბა.

The Best Men’s Player-ის პრი­ზის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მფლო­ბე­ლი მე­სია. გა­მარ­ჯვე­ბულს გულ­შე­მატ­კი­ვა­რე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და ნაკ­რე­ბე­ბის კა­პიტ­ნე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ავ­ლე­ნენ.

sportall.ge