საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რა მიმართვას ავრცელებს განათლების მინისტრი? - კვირის პალიტრა

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო - რა მიმართვას ავრცელებს განათლების მინისტრი?

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი მოს­წავ­ლე­ებს, მას­წავ­ლებ­ლებს, მშობ­ლებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2023-2024 სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას ულო­ცავს.

მი­ნის­ტრის მი­ლოც­ვას გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

„დღეს 15 სექ­ტემ­ბე­რია და მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სკო­ლებ­ში ახალ სას­წავ­ლო წელს ვი­წყებთ. მინ­და, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­რი­ღი გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვუ­ლო­ცო ჩვენს პირ­ველკ­ლა­სე­ლებს, რომ­ლე­ბიც წელს პირ­ვე­ლად შე­ა­ღე­ბენ სკო­ლის კა­რებს. ვუ­ლო­ცავ მოს­წავ­ლე­ებს, მშობ­ლებს, ჩვენს მას­წავ­ლებ­ლებს და წარ­მა­ტე­ბულ სას­წავ­ლო წელს ვუ­სურ­ვებ.

ყვე­ლა პირ­ველკ­ლა­სელს სკო­ლა­ში სა­ინ­ტე­რე­სო, და­უ­ვი­წყა­რი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე წლე­ბის გა­ტა­რე­ბას ვუ­სურ­ვებ. პი­რა­დად მე, რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი, სრუ­ლად ვაც­ნო­ბი­ე­რებ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ სკო­ლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ჯან­სა­ღი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო და თი­თო­ე­ულ­მა მოს­წავ­ლემ, ცოდ­ნას­თან ერ­თად, მი­ი­ღოს ღი­რე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა.

მე და ჩემ­მა გუნ­დმა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა. ჩვენს ერთ-ერთი უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტეტს სწო­რედ სკო­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ზრუნ­ვა, მათ შო­რის, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა, მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა და მათი და­ფა­სე­ბა წარ­მო­ად­გენს.

მჯე­რა, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას დავძლევთ და ჩვენს შვი­ლებს შე­ვუქ­მნით კი­დევ უფრო უკე­თეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მო­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­დაც გა­აგ­რძე­ლე­ბენ ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას“,- აცხა­დებს გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი.