"მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო, ამ კაცის შეგეშინდათ?!" - რას წერს იზა ომაძე შვილის მკვლელობიდან 2 წლის თავზე? - კვირის პალიტრა

"მინდა, ფანჯრები გავაღო და ხმამაღლა ვიყვირო, მშიშრებო, ამ კაცის შეგეშინდათ?!" - რას წერს იზა ომაძე შვილის მკვლელობიდან 2 წლის თავზე?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი 22 წლის ახალ­გაზ­რდის, ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე შვი­ლის მკვლე­ლო­ბი­დან 2 წლის თავ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ემო­ცი­ურ აქ­ვეყ­ნებს.

"15 სექ­ტემ­ბე­რი დგე­ბა... მე კი მინ­და, ფან­ჯრე­ბი გა­ვა­ღო და ხმა­მაღ­ლა ვიყ­ვი­რო, მშიშ­რე­ბო ამ კა­ცის შე­გე­შინ­დათ ???????? მაგ­რამ დღეს ასე და­ვი­წყებ­დი­ახ ნიკო კვა­რა­ცხე­ლია 15 სექ­ტემ­ბრამ­დე და მას მერე “ მო­მავ­ლის ბიჭი, “ როცა ამ პა­ტა­რა ვი­დეო რგოლს ნა­ხავთ, ზოგ ზო­გი­ერ­თე­ბი, შვი­ლებს შე­ხე­დეთ ზოგ­მა და­ხე­დეთ, ცოტა შე­ფხიზ­ლდით მო­ემ­ზა­დეთ, ხვალ სა­თი­თა­ოდ მოგ­ნიშ­ნავთ P.S. ჩემო მე­გობ­რე­ბო ორი დღე უნდა გა­მიძ­ლოთ, ძა­ლი­ან მი­ჭირს, ასე­თი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი უფალ­მა გა­შო­როთ" - წერს იზა ომა­ძე.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.