"შოვსა და გურიაში გარდაცვლილის ოჯახებს მთავრობა ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემს" - კვირის პალიტრა

"შოვსა და გურიაში გარდაცვლილის ოჯახებს მთავრობა ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემს"

შოვსა და გურიაში გარდაცვლილის ოჯახებს მთავრობა ერთჯერადად 20 ათას ლარს გადასცემს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე წუთის განაცხადა.

„შოვსა და გურიაში მოხმდარ ტრაგედიას მინდა შევეხო. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე, ხოლო გურიაში 3 შეეწირა. ჩვენ მივიღეტ გადაწყვეტილება რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილი ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით. გურიაში ბევრს დაუზიანდა სახლები, ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა და მვიიღეთ გადაწყვეტილება რომ ყველა ეს მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა ან გამოუსადეგარი გახდა, ყველას განსახლება მოხდება და ან ახალი სახლი გადაეცემათ ან თანხა სმივცემთ და თავად შეიძენენ სახლებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.