"რუსეთის აგენტს მთავარ პროკურორად რომ გინიშნავენ და შენც ნიშნავ, უსაფრთხოების სისტემა თავზე გაქვს დამხობილი"
"კონტრდაზვერვა არ არსებობს ქვეყანაში ფაქტია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
" რუსეთის უშიშროების აგენტს მთავარ პროკურორად რომ გინიშნავენ და შენც ნიშნავ, უსაფრთხოების სისტემა თავზე გაქვს დამხობილი. ესენი აუცილებლად უნდა გავუშვათ და "ნაცები" არ მოვუშვათ", - წერს ელისაშვილი.
აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძესთან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.