"დაგ­ვიბ­რუ­ნე ჩვე­ნი სკო­ლა!" - აქცია "ნახალოვკაში", მე-4 საჯარო სკოლასთან - რას ითხოვენ მშობლები და მოსწავლეები - კვირის პალიტრა

"დაგ­ვიბ­რუ­ნე ჩვე­ნი სკო­ლა!" - აქცია "ნახალოვკაში", მე-4 საჯარო სკოლასთან - რას ითხოვენ მშობლები და მოსწავლეები

"ჩემი მო­მა­ვა­ლი აქ წყდე­ბა, დაგ­ვიბ­რუ­ნე ჩვე­ნი სკო­ლა“ - ამ ლო­ზუნ­გით მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა და მშობ­ლებ­მა თბი­ლის­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე აქ­ცია გა­მარ­თეს.

მშობ­ლე­ბი სკო­ლის დრო­უ­ლად აშე­ნე­ბას და მათი შვი­ლე­ბის­თვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ითხო­ვენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, სკო­ლა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ინ­გრა და ის დღემ­დე არ აშე­ნე­ბუ­ლა.

"მე­სა­მე წე­ლია, რაც სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­წყვე­ტი­ლია. იგი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ნა­ძა­ლა­დევ­ში არა­ერ­თი სკო­ლა, რაც ამ რა­ი­ონს მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს. დან­გრე­უ­ლი და მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლია, მე-10, 113-ე, 11-ე, 14-ე სა­ჯა­რო სკო­ლა, ბავ­შვებს სხვა სკო­ლებ­ში მი­კედ­ლე­ბა და მე­ო­რე ცვლა­ში შე­ზღუ­დუ­ლი სა­გაკ­ვე­თი­ლო დრო­ით სწავ­ლე­ბა უწევთ, რაც მათი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხს მკვეთ­რად აუ­ა­რე­სებს“, - აცხა­დებს ერთ-ერთი მშო­ბე­ლი.

აქ­ცი­ის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათ სკო­ლის პრო­ექ­ტებს აჩ­ვე­ნებ­დნენ, დღემ­დე მშე­ნებ­ლო­ბა არ და­წყე­ბუ­ლა.

"ვაპ­რო­ტეს­ტებთ იმას, რომ ამ­დე­ნი წელი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბას ვე­ლო­დე­ბით. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში გვი­თხრეს, რომ სკო­ლას და­ან­გრევ­დნენ, გვე­გო­ნა, იმ პე­რი­ოდს გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გვე­გო­ნა, რომ რა­ღაც და­ი­წყე­ბო­და, სხვა­თა შო­რის, პრო­ექ­ტებს, მა­კე­ტებს გვაჩ­ვე­ნებ­დნენ, მაგ­რამ რო­გორც ხე­დავთ, არა­ფე­რი აშე­ნე­ბუ­ლა. რო­გორც კი აქ­ცია და­ა­ნონსდა, დი­რექ­ტო­რებ­მა მას­წავ­ლებ­ლებ­ზე, მშობ­ლებ­ზე და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­შა­ლათ ხელი დღე­ვან­დე­ლი აქ­ცი­ის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მშო­ბელ­მა.

ambebi.ge