"ის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, ალექ­სან­დრა, მე არ ვიცი, მაგ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, ალექ­სან­დრა, მე არ ვიცი, მაგ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს. დათოს ოჯახი არასოდეს მიუტოვებია" - ლაურა ღაჭავა შვილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

ორი დღეა მე­დია დათო კო­დუ­ა­სა და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძის წყვი­ლის შე­სა­ხებ წერს. ინ­ტე­რე­სი მათ მი­მართ მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც დათო კო­დუ­ას ძმამ, ერეკ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კო­დუა, ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­თან არის გა­და­ღე­ბუ­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ ერთი სა­ერ­თო ფოტო ამ­ჯე­რად ნა­თი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

და­შორ­და თუ არა დათო კო­დუა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, ამ სა­თა­უ­რე­ბით მე­დი­ა­ში არა­ერ­თი სტა­ტია გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა­ზე მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა ალექ­სან­დრა კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­დე­ლი და ტე­ლე­სა­ხე თა­ვის მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან გა­მომ­წე­რებ­თან ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლია, ამ თე­მა­ზე სტა­ტუ­სიც არ და­უ­წე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა ხდე­ბა კო­დუ­ე­ბის ოჯახ­ში ამ თე­მა­ზე დათო კო­დუ­ას დე­დას, ბიზ­ნეს­მენ ლა­უ­რა ღა­ჭა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით. ჩვენს კი­თხვა­ზე შე­უ­რიგ­და თუ არა დათო კო­დუა მე­უღ­ლეს, ღა­ჭა­ვამ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რე­ა­ლუ­რად მის ვაჟს ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია.

ლა­უ­რა ღა­ჭა­ვა:

- კი ბა­ტო­ნო, ოჯა­ხი არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია. ის ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი მე­უღ­ლე იყო და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი ახ­ლაც არის. შვი­ლებზე ხომ გა­და­ყო­ლი­ლია. ის შემ­თხვე­ვი­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც არის ალექ­სან­დრა, მე არ ვიცი, მე მაგ საქ­მე­ში არ ვე­რე­ვი და არც მა­ინ­ტე­რე­სებს.

მე მა­ინ­ტე­რე­სებს ჩემი ოჯა­ხი, პი­რა­დი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბის ოჯა­ხი, მეტი არ მა­ინ­ტე­რე­სებს იმის გა­რეთ რა ხდე­ბა. ძა­ლი­ან გთხოვთ, მეტი შე­კი­თხვე­ბი არ და­მის­ვათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2 წლის წინ ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით კო­დუა მე­უღ­ლე­ზე ნა­თია გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­სა და შვილ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია და­ვით კო­დუ­ას ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ. ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­სა­ხე ალექ­სან­დრე პა­ი­ჭა­ძეს აღ­მოჩ­ნდა. 2021 წელს კი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ვიქ­ტო­რია შე­ე­ძი­ნათ.

დათო კო­დუ­ას გამო ალექ­სან­დრა არა­ერ­თხელ გა­ეხ­ვა სკან­დალ­ში. კო­დუ­ას ოჯა­ხი წლე­ბია ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ორი წლის წინ მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ალექ­სან­დრა კო­დუ­ა­სა და ყო­ფი­ლი ცო­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე წერ­და:

ეს­პა­ნეთს რაც შე­ე­ხე­ბა. და­თომ თა­ვი­სი სულ­გრძე­ლო­ბით, ყო­ფილ მე­უღ­ლეს ბინა შე­უ­ძი­ნა, და არც მას მერე წა­არ­თვა, რაც იმან დაჭ­რა და ცი­ხის­თვის გა­ი­მე­ტა... მე ვთხო­ვე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მის­თვის ბინა... ხოდა ამი­ტო­მაც ურე­მონ­ტებს და უვ­ლის ბი­ნას და უკარ­გე­სი კა­ცია. არ უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი ამ­დე­ნი წე­ლია. გააგრძელეთ კითხვა