"კადიროვი კომაშია... მანამდე ის გროზნოს ქუჩებში პიჟამოთი სეირნობდა" – kavkazcenter
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჩეჩნეთში გავრცელებული ინფორმაციით, ის ამჟამად მოსკოვში სამკურნალოდ იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა kavkazcenter-მა და Niyso-ს აქტივისტებმა გამოაქვეყნეს. მათი ცნობით, რამზან კადიროვმა 6 სექტემბრის დილას გონება დაკარგა და 7 სექტემბრის დილამდე გონდაკარგული იყო. კადიროვის გონების დაკარგვის მიზეზი კი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემცველი პრეპარატის მიღება გახდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, 7 სექტემბრის დილით გამოფხიზლებული კადიროვი არაადეკვატურად იქცეოდა, დაცვას უბრძანა ადგილზე დარჩენილიყვნენ, თავად კი გროზნოს ქუჩებში სასეირნოდ გავიდა, პიჟამოში ჩაცმული კადიროვი თავისი რეზიდენციიდან ქალაქის მერიის შენობამდე მივიდა.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივი "ეფ-ეს-ბეს" მეთაურებმა ამის შესახებ გაიგეს, კადიროვის დაცვას უბრძანეს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი უკან, რეზიდენციაში დაებრუნებიათ.
გამოცემა kavkazcenter- ის ცნობით, კადიროვის ქმედების შესახებ კრემლშიც გაიგეს და სწორედ იქიდან უბრძანეს ადგილობრივ ხელისუფლებას, კადიროვის მოსკოვში სამკურნალოდ გადაეყვანათ.
7 სექტემბრის საღამოს, რამზან კადიროვი თვითმფრინავით მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც ნარკოდამოკიდებულების გამო კიდევ ერთხელ, მორიგი სამკურნალო კურსი უნდა გაიაროს.
Niyso-ს აქტივისტების ცნობით, ფოტო და ვიდეო მასალა, რაც რამზან კადიროვის სოციალურ ქსელში ამ პერიოდში გავრცელდა, საარქივო მასალებია, თავად კი ექიმების დაკვირვების ქვეშ მოსკოვში იმყოფება.
გამოცემა kavkazcenter-ის ცნობით, მოგვიანებით, ჩეჩნეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი კომაშია. ამის შესახებ ინფორმაცია Niyso-ს ტელეგრამ-არხზეც დაიწერა. (წყარო)