"საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსური და გაუბედურებული" - რას წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში?
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოთარ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ფარცხალაძის დასანქცირებაზე ფართომასშტაბიანი ზიანი ქართულ ოცნებას ჯერ არ მიუღია, ფაქტიურად. საინფორმაციო ბომბი გასკდა ქვეყანაში. გამოვიდა მთავრობა, სრულიად უსუსური და გაუბედურებული. გადმოაგდო რაღაც საინფორმაციო ხლაპუშკები და დაასრულა ეთერი.
და რა? გადაერთო ნახევარი ჩვენგანი ამ საკითხების სრული სერიოზულობით განხილვაზე. მოწონება, კრიტიკა, ძაგება - ნებისმიერი ფორმით ამ სულელურ დისკუსიაში შესვლა არის ოცნების პროპაგანდის ამოცანის (გადაიტანოს ფოკუსი მისი უმძიმესი მარცხიდან) შესრულებაში თანამონაწილეობა.ნამდვილად პათოლოგიური მიზიდულობა და ადიქცია გვაქვს ოცნების იდიოტიზმების მიმართ და მათი დღის წესრიგით სიარულზე მეტად არაფერი გვემარტივება და გვეხალისება.
არა, არა...“
აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.