"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე? - კვირის პალიტრა

"მთელი ჩემი ცხოვრება სპექტაკლი აღმოჩნდა..." - 43 წელი საყვარელ ადამიანთან: როგორ იხსენებს ოთარ რამიშვილს მეუღლე?

"ფუტ­კა­რი“, „ბულ­ბუ­ლის სტვე­ნა,“ "მარ­ტის თვეა შენი,“ "თუ­თის ხეს­თან,“ "თბი­ლი­სო“ და კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რია, რო­მე­ლიც ქარ­თველ მსმე­ნელს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. ეს მუ­სი­კო­სის, სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რის, პო­ე­ტის, ქარ­თვე­ლი ბარ­დის, თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტის, დიდი იუ­მო­რის მქო­ნე ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბაა...

რო­გო­რია მე­უღ­ლის­თვის, გულ­ნაზ რა­მიშ­ვი­ლის­თვის მის გა­რე­შე გავ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ლა­მის 43 წელი გა­ა­ტა­რა... ჩვენს ინ­ტერ­ვი­უს ცრემ­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია...

გულ­ნაზ რა­მიშ­ვი­ლი:

- ძა­ლი­ან მი­ჭირს, ჩემი თვალ­თა­ხედ­ვი­დან ოთა­რი არას­დროს გა­დის, სულ მის გარ­შე­მო ვტრი­ა­ლებ. ერთი ღამე არ ყო­ფი­ლა, რომ სიზ­მრად არ მე­ნა­ხა, აგერ უკვე 11 წე­ლია ასეა... ქუ­ჩა­ში გა­ვალ და ხალ­ხი მე­ფე­რე­ბა, ოთარს იხ­სე­ნე­ბენ... შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის სი­ცო­ცხლე­შიც ჩემი ცხოვ­რე­ბა არ მქო­ნია, ოთა­რის ცხოვ­რე­ბით ვი­ცხოვ­რე. ოთარ რა­მიშ­ვი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ხმა­ჩახ­ლე­ჩი­ლი, უვარ­სკვლა­ვო ბულ­ბუ­ლი. მისი ვარ­სკვლა­ვი ცა­შია, რო­მე­ლიც არ ქრე­ბა... სა­ხალ­ხო მომ­ღერ­ლის, ქარ­თვე­ლი ბარ­დის და თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტის ტი­ტუ­ლი ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით მი­ა­ნი­ჭა. ვფიქ­რობ, ხალ­ხს მა­ნამ­დე არ და­ა­ვი­წყდე­ბა, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს ღია ცის ქვეშ იფ­რენს და იგა­ლო­ბებს ბულ­ბუ­ლი და შაშ­ვი... მან თა­ვი­სით მი­აღ­წია ადა­მი­ა­ნე­ბის ამ უდი­დეს სიყ­ვა­რულს და იცით, რა­ტომ? ხალ­ხი ჯერ თა­ვად შე­იყ­ვა­რა და მერე სიყ­ვა­რუ­ლით უპა­სუ­ხეს...

ramishvili2-1694845220.jpg

- სიყ­ვა­რუ­ლით სი­ცო­ცხლე­ში­ვე ძეგლი და­უდ­გეს...

- კი, ადა­მი­ან­მა სი­ცო­ცხლე­ში­ვე უნდა და­ტო­ვოს და­უ­ვი­წყა­რი სა­ხე­ლი და გვა­რი, რო­მელ­საც სიკ­ვდი­ლი და­სა­ვი­წყებ­ლად ვერ მო­ე­რე­ვა. ამ სი­ტყვებს თა­მა­მად ვამ­ბობ და არც მრცხვე­ნია... ეგო­ნათ, რომ იყო მხი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო სევ­დი­ა­ნი. ყვე­ლას სი­ხა­რუ­ლი უხა­რო­და, როცა გა­ჭირ­ვე­ბულს ხე­დავ­და, ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბით ეკი­თხე­ბო­და - რა გი­ჭირს, მამა და და­სახ­მა­რებ­ლად მიჰ­ყვე­ბო­და. რომ მიყ­ვე­ბი იც­ნობ დამ­ხმა­რე ადა­მი­ანს-თქო? - მე­ტყო­და, მე თუ არ ვცნობ, თვი­თონ ხომ მცნობ­სო. მის­გან სხვა პა­სუხს არც ვე­ლო­დი. ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და, უჩე­მო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბაო, მარ­თლაც ასეა, მო­ნატ­რე­ბა ძა­ლი­ან მწა­რე ტკი­ვი­ლია. მას სი­ხა­რუ­ლი არ ახ­ლავს და რაც დრო გა­დის, ეს გრძნო­ბა უფრო მა­ტუ­ლობს. ქუ­ჩა­ში გამ­ვლე­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ოთა­რი და­აკ­ლდა სა­ქარ­თვე­ლოს და ყვე­ლას გვე­ნატ­რე­ბაო. ის იმ ბედ­ნი­ერ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მჯე­რა, არას­დროს ჩაქ­რე­ბა. (გააგრძელეთ კითხვა)