"გულჩათხრობილი და მარტოსული ადამიანია... ორ წელზე მეტ ხანს ერთი ბიჭი უყვარდა" - კვირის პალიტრა

"გულჩათხრობილი და მარტოსული ადამიანია... ორ წელზე მეტ ხანს ერთი ბიჭი უყვარდა"

მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილს, მშობლების მხარდაჭერა აღარ სჭირდება - ხუთ წელზე მეტია გოგონა დამოუკიდებლად მუშაობს და უკვე რამდენჯერმე მოასწრო მოდის პრესტიჟული გამოცემების გარეკანებზე გამოჩენა.

გოგონა წარმოუდგენლად პოპულარულია - ორივე მშობლისგან ყველაფერი საუკეთესო ერგო. შესანიშნავი გარეგნობა და მშვიდი ხასიათი აქვს. 12 სექტემბერს დევა 19 წლის ხდება და დაბადების დღის არსანიშნავად ვენსან კასელმა მისი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ჩემო სიყვარულო, ჩემო ღვთაებრივო ქმნილება. ყველაფერი, რასაც აკეთებ და ვინც ხარ, მეამაყება. საუკეთესო ჯერ კიდევ წინ გაქვს, მიყვარხარ."

წარმოგიდგენთ 5 ფაქტს მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილის შესახებ

deva-cassel-sa-photo-au-naturel-seduit-les-internautes-1694595038-1694854023.jpeg

1. სამ ენაზე საუბრობს

მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, დევა სამ ენაზე საუბრობს. ეს გასაკვირი არ არის - დედამისი იტალიელია, მამა კი ფრანგია, გოგონა კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია მშობლების მშობლიური ენების ცოდნა. გარდა ამისა, ის ასევე საუბრობს ინგლისურად, რადგან ხშირად უწევს მისი გამოყენება სამსახურში.

2. გულჩათხრობილი ადამიანია

იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, გოგონაზე ვერ იტყვი, რომ ყურადღება სიამოვნებს. იშვიათად იძლევა ინტერვიუებს. ზოგადად ურჩევნია განმარტოვდეს და ნაკლებად ისაუბროს პირად ცხოვრებაზე. შესაძლოა, ეს ასაკთან ერთად შეიცვალოს, მაგრამ ამ დროისთვის, სამსახურიდან თავისუფალ დროს, დევა განმარტოვებას და კამერებს შორს ყოფნას ამჯობინებს. (გააგრძელეთ კითხვა)