საქართველოდან "მოპარული" BMP-ები რუსეთის ჯარში, უკრაინელების წინააღმდეგ - რა ჩანს კადრებში, სადაც რუსი სამხედროების წვრთნებია გადაღებული (ვიდეო)
დღეს, 16 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ცენტრალური სამხედრო ოლქის მოიერიშე დანაყოფები სამხედრო მომზადებას "სპეცოპერაციას“ ზურგის რაიონის ერთ-ერთ პოლიგონზე გადიან.
ერთი შეხედვით, ვიდეოში განსაკუთრებული არაფერია. ისევ ძველებურად დარბიან ქვეითები, ისვრიან ბევრს, ვიდეოსთვის გამოწყობილი არიან ახალ, სუფთა სამხედრო ტანსაცმელში, დააფრენენ დრონებს და ჰყვებიან, რომ წვრთნამ კარგად ჩაიარა და მზად არიან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
თუმცა ყურადღება მიიპყრო ერთმა მომენტმა, როდესაც რუსი ჯარისკაცი BMP-1У-თან დგას, რომელიც უკრაინული წარმოების საბრძოლო მოდული "შკვალით“ არის აღჭურვილი. ეს BMP-ები რუსეთმა 2008 წელს გორის ბაზიდან წაიყვანა.

უკრაინამ საქართველოს სულ 15 ცალი БМП-1У "შკვალი“ გადასცა, საიდანაც 14 რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "მოგვპარეს“. ეს ტექნიკა მოსკოვთან ახლოს მყოფ ქალაქ კუბინის სამეცნიერო კვლევით ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც უმაღლესი შეფასებები მიიღო. თავისი დონით "შკვალი“, რომელიც 90-იანებში შეიმუშავეს, ერთი თავით მაღლა დგას 2018 წლის მოდერნიზებულ BMP-1У "ბასურმანინზე“ დაყენებულ მოდულზე. (გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო)