შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა წალენჯიხაში? - კვირის პალიტრა

შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ - რა მოხდა წალენჯიხაში?

წა­ლენ­ჯი­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­დან­ში გუ­შინ, ღა­მით ხუთი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი ერთ-ერთი მცხოვ­რე­ბის სახ­ლში შე­იჭ­რა და და­ა­ყა­ჩა­ღა, სახ­ლის მე­პატ­რო­ნეს კი, ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წა­ღე­ბუ­ლია 17 000 ლარი, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბულს თხი­ლის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინტერპრესნიუსი"