"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე" - რამზან კადიროვმა, რომელზეც მედია წერდა, რომ კომაშია, ვიდეო გამოაქვეყნა
რამდენიმე დღეა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი კომაშია. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მას ჯერ მოსკოვში მკურნალობდნენ, თუმცა რადგან ადგილობრივი ექიმები "ვერაფერს გახდნენ, რამზანი საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ".
როგორც ჩანს, მსგავსი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რამდენიმე წუთის წინ. კადიროვმა "ტელეგრამის" ოფიციალურ არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დარბის.
"ყველას, ვინც სიმართლესა და სიცრუეს ვერ არჩევს, ვურჩევ, გაისეირნოს სუფთა ჰაერზე, დაალაგოს აზრები, წვიმა ძალიან კარგად მოქმედებს“, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.