ძლიერი სეტყვა ყვარელში - კადრები შილდადან და გრემიდან (VIDEO) - კვირის პალიტრა

ძლიერი სეტყვა ყვარელში - კადრები შილდადან და გრემიდან (VIDEO)

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქია ნახევარი საათის წინ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

წინასწარი ინფორმაციით, დასეტყვილია რამდენიმე სოფელი - გრემი, ენისელი, საბუე, შილდა.

განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

სტიქიის ზონაში უკვე მიემართებიან მერიის წარმომადგენლები.

ვიდეო: მთავარი არხი