"იქიდანაც დაგიპურებთ თქვენ მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი. უფალო, არავის გამოაცდევინო ასეთი ლუკმის გემო" - ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან ყვავილები მოიპარეს? - კვირის პალიტრა

"იქიდანაც დაგიპურებთ თქვენ მიერ გაღატაკებულ მოსახლეობას ჩემი ბიჭი. უფალო, არავის გამოაცდევინო ასეთი ლუკმის გემო" - ნიკო კვარაცხელიას საფლავიდან ყვავილები მოიპარეს?

ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის, ნიკო ვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი ნი­კოს საფლლა­ზე 12-სა­ა­თი­ა­ნი შუ­ა­ლე­დით გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. პოს­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ ნი­კოს საფ­ლა­ვი­დან ყვა­ვი­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გაქ­რა.

"ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა და­მი­ლო­ცე, უფა­ლო. იქი­და­ნაც და­გი­პუ­რებთ თქვენს მიერ გა­ღა­ტა­კე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას ჩემი ბიჭი. უფა­ლო, არა­ვის გა­მო­აც­დე­ვი­ნო ასე­თი ლუკ­მის გემო. 12 სა­ა­თის სხვა­ო­ბით მშვე­ნი­ე­რი ვე­ღარ არის ცხოვ­რე­ბა" - წერ­სი­ზა ომა­ძე.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, 22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან 10-ზე მეტი გას­რო­ლით მოკ­ლეს. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე თით­ქმის, ერ­თთვი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე თბი­ლის­ში, წყნეთ­ში და­ა­კა­ვეს. მათ ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­სა და ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას ედა­ვე­ბოდ­ნენ. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე კი­დევ ერთი პირი, რო­მელ­საც და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან და მისი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.