საწვავის ფასმა საქართველოში 25 თეთრამდე მოიმატა - კვირის პალიტრა

საწვავის ფასმა საქართველოში 25 თეთრამდე მოიმატა

საქართველოში საწვავი კვლავ ძვირდება. კერძოდ, ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით, 11 თეთრიდან 25 თეთრამდეა გაზრდილი.

გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.03 ლარია; „რეგულარი“ – 2.78; სუპერი – 3.70; ევრო-დიზელი კი 3.08 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 3 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 3.04 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 3.14 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 3.04 და 2.78 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.68 ლარი შეადგინა. (გააგრძელეთ კითხვა)