მამუკა მამულაშვილის პირველი კომენტარი სუს-ის სკანდალურ ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, ის ხელისუფლების დამხობის გეგმის ერთ-ერთი ავტორია - კვირის პალიტრა

მამუკა მამულაშვილის პირველი კომენტარი სუს-ის სკანდალურ ბრალდებაზე, რომლის მიხედვით, ის ხელისუფლების დამხობის გეგმის ერთ-ერთი ავტორია

"ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან" - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაური, მამუკა მამულაშვილი აცხადებს.

"ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი "შემაწუხებული" ფაქტორია, რადგან ძალიან ბევრი რუსი კვდება "ქართული ლეგიონის" მებრძოლების ხელით. მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ჩამოდიან საკუთარი ოჯახების სანახავად.

როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა. შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდის. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს", - აცხადებს ის "ფორმულასთან" საუბარში.