მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა - კვირის პალიტრა

მეფის რუსეთისა და საბჭოთა ხელისუფლებისგან დევნილი ვარლამ ჩერქეზიშვილი - ანარქისტი, რომელიც კონსპირაციის მიზნით მღვდლის ანაფორით შემოსილი, ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იბრძოდა

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მალე დე­და­ქა­ლაქს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ქუჩა ექ­ნე­ბა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ის გახ­ლავთ ფილმ "ფეს­ვე­ბის" მთა­ვა­რი გმი­რის პრო­ტო­ტი­პი. სა­სი­ქა­დუ­ლო მა­მუ­ლიშ­ვი­ლის ემიგ­რა­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე, რაც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, უც­ნო­ბია, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, თი­ნა­თინ წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მარ­თლის ის­ტო­რი­ი­სა და თე­ო­რი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გოჩა ფე­რა­ძე მოგ­ვი­თხრობს. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტი 30 წე­ლია, რაც ღვაწლ­მო­სი­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის - ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბით მემ­კვიდ­რე­ო­ბას იკ­ვლევს და ambebi.ge-ს მკი­თხველს მისი ემიგ­რან­ტუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დებ­ზე უამ­ბობს.

- ბა­ტო­ნო გოჩა, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თბი­ლის­ში ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა ად­რეც არ­სე­ბობ­და...

- XX სა­უ­კუ­ნის დას­წყის­ში ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ქუჩა (ე.წ.მა­ლაკ­ნე­ბის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე), მარ­თლაც ატა­რებ­და ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხელს. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მიერ ქუ­ჩის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის შემ­დე­გაც კარ­გა ხანს მას ისევ "ჩერ­ქე­ზო­ვის ქუ­ჩის“ სა­ხე­ლით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. მაგ­რამ, ეს გახ­ლდათ 1907-1909 წლებ­ში თბი­ლი­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი ქარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის თა­ვის - ვა­სილ ნი­კო­ლო­ზის ძე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის (1858-1910წ.წ.) სა­ხე­ლო­ბის ქუჩა. გვა­რის გარ­და, ამ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას და ქუ­ჩას ჩვენს დღე­ვან­დელ ის­ტო­რი­ას­თან სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს. სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ამ­ჯე­რად გვინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვა­უ­წყოთ უკავ­შირ­დე­ბა სულ ცოტა ხნის წინ, აგ­ვის­ტოს ბო­ლოს თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ­ლის თან­ხმა­დაც დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ბა­ტონ ჯაბა სა­მუ­ში­ას შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ის­ნის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ ქუ­ჩას მი­ე­ნი­ჭა არა ვა­სილ, არა­მედ საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დევ­ნი­ლი, დიდი ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რან­ტის ვარ­ლამ ჯან ას­ლა­ნის (ტა­ტოს) ძე ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს, ბა­ტონ გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძეს, ამა­ვე საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თი­თე­ულ წევ­რს, მის ხელ­მძღვა­ნელს, ქალ­ბა­ტონ ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძეს, კო­მი­სი­ის სამ­დივ­ნოს უფ­როსს, ბა­ტონ მა­მუ­კა ბა­ლი­აშ­ვილს, ის­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, ბა­ტონ კა­ხა­ბერ ლა­ბუ­ჩი­ძეს და საკ­რე­ბუ­ლოს თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ვისი აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხორ­ცშეს­ხმა.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 2019 წელს მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რის, ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის ბრძა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლი­სა და წარ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­იქ­მნა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი. მი­უ­ხე­და­ვად არა ერთი სირ­თუ­ლი­სა (მათ შო­რის მხედ­ვე­ლო­ბა­ში გვაქვს კო­ვიდ­პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორი წელი), სწო­რედ ამ ჯგუ­ფის ინი­ცი­ა­ტი­ვი­სა და მონ­დო­მე­ბის წყა­ლო­ბით, დღეს ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის მშობ­ლი­ურ სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში (სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) გვაქვს მისი სა­ხე­ლო­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა, სა­გა­რე­ჯო­ში ქუჩა ატა­რებს მის სა­ხელს; თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უკვე გა­ი­მარ­თა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ორი დარგთა­შო­რი­სი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია, გა­მო­ი­ცა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­კი­თხუ­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, მო­ე­წყო დიდი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბი­დან 175 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი გა­მო­ფე­ნა, რო­გორც თბი­ლი­სის, ასე­ვე გო­რი­სა და ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­მო­ფე­ნას სოფ. თოხ­ლი­ა­უ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უმას­პინ­ძლა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა. ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში­ვე შედ­გა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ფოს­ტის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის პრე­ზენ­ტა­ცია და სხვა. ყო­ვე­ლი წლის 16 სექ­ტემ­ბერს "ჭიქა ღვი­ნით“ თუ, მის გა­რე­შე ვიხ­სე­ნებთ ლონ­დო­ნი­დან სამ­შობ­ლო­ში ღირ­სე­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის მომ­ლო­დი­ნე სა­ხე­ლო­ვან მა­მუ­ლიშ­ვილს. ამ­ჯე­რად ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის 177-ე და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ვნიშ­ნავთ. (გააგრძელეთ კითხვა)