"სუს-ს ერთი ვი­დეო ან აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი მა­ინც და­ე­დო...ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს კარ­გად ვიც­ნობ, მარ­თლა არ ვიცი, ვინ არის ბა­ტუ­ლი­ნი" - კვირის პალიტრა

"სუს-ს ერთი ვი­დეო ან აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი მა­ინც და­ე­დო...ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს კარ­გად ვიც­ნობ, მარ­თლა არ ვიცი, ვინ არის ბა­ტუ­ლი­ნი"

"რო­გორც ჩანს, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ცუდი სიზ­მა­რი ნახა“, - ასე პა­სუ­ხობს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ბრალ­დე­ბას - სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, ახ­ლა­ხან სუს-მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, "სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში გეგ­მავს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას, რისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა".

სუს-ისვე ცნო­ბით, შეთ­ქმუ­ლე­ბის ავ­ტო­რე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე და ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, მათ შო­რის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნი, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ახლო გა­რე­მოც­ვის წევ­რი, უკ­რა­ი­ნა­ში მოქ­მე­დი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

"ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ კრემ­ლი­დან მი­ი­ღო დი­რექ­ტი­ვა.

- "რუ­სე­თის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო ჩა­ტა­რა და სხვა­დას­ხვა მუხ­ლით გაგ­ვა­სა­მარ­თლა. შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს მცდე­ლო­ბა, რომ რუ­სეთს გა­დას­ცენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის მეც. ახლა ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღ­ძრა­ვენ ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს.“ - ამ­ბობს მა­მუ­ლაშ­ვი­ლი და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს არის სუფ­თად რუ­სუ­ლი ხელ­წე­რა.

მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი:

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მტე­რი გა­მო­ე­ლია - ალ­ბათ, რუ­სე­ბი უკვე გა­ა­ძე­ვეს სა­ქარ­თვე­ლო­დან, კრემ­ლის ჯა­შუ­შე­ბიც და­ა­კა­ვეს და საქ­მე რომ აღა­რა­ფე­რი ჰქონ­დათ, ჩვენ­ზე გად­მო­ერ­თნენ. სხვა არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ამ ბოდ­ვა­ზე. რუ­სე­ბის­თვის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ სე­რი­ო­ზულ თა­ვის ტკი­ვი­ლად იქცა, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ზა­რა­ლი მი­ვა­ყე­ნეთ. შე­სა­ბა­მი­სად, გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ჩვენს ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ რვა­ჯერ აღ­ძრეს ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ფუ­ლა­დი ჯილ­დო­ე­ბიც და­ა­წე­სეს ჩემს მოკ­ვლა­ზე. სუს - ის მცდე­ლო­ბა და­მა­და­ნა­შა­უ­ლოს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კრემ­ლი­დან იღებს და­ვა­ლე­ბებს, ამი­ტო­მაც პი­რა­დად ვიზ­რუ­ნებ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც და­სან­ქცირ­დეს, ამ სა­კითხს მეც და­ვაყ­ნებ უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­შე.

- და მა­ინც, რა სა­ფუძ­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ ბრალ­დე­ბას?

- მერ­წმუ­ნეთ, ასე­თი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს. რო­გორ გგო­ნი­ათ, რამე რომ იყოს, სუსი ცა­რი­ელ გან­ცხა­დე­ბას დას­ჯერ­დე­ბო­და და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ და­დებ­და? ერთი ვი­დეო ან აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი მა­ინც და­ე­დოთ და ისე ელა­პა­რა­კათ. ისეთ რა­ღა­ცა­ში გა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რაც ჯერ არ მომ­ხდა­რა?!

- ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­სა და ბა­ტუ­ლინ­თან რა ტი­პის ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს კარ­გად ვიც­ნობ, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ ხში­რად ვხვდე­ბი, საკ­მა­ოდ დიდი ხა­ნია, არ მი­ნა­ხავს, ჩვენ ერ­თმა­ნეთ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვაქვს, მე ფრონ­ტის ხაზ­ზე ვარ, სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ის სხვა­გან არის, იმ მე­ო­რე კაცს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ, არც კი ვიცი, ვინ არის და ვერც ვხვდე­ბი, რა­ტომ მი­ა­ბეს ჩემს გვარს. თან რუ­სულ გვარს ასა­ხე­ლე­ბენ. მარ­თლა არ ვიცი, ვინ არის ბა­ტუ­ლი­ნი. ერთი ერ­თში ჯდე­ბა რუ­სე­თი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სცე­ნა­რე­ბი, ერთი ხელ­წე­რაა, შეკ­რი­ბეს რა­ღაც გვა­რე­ბი ერ­თად და მო­ი­გო­ნეს ზღა­პა­რი. აქამ­დე რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო ცდი­ლობ­და "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, ახლა ამა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ეხ­მა­რე­ბა. მე ის მაშ­ფო­თებს, რუ­სეთს არ გა­დას­ცენ ჩვე­ნი ლე­გი­ო­ნის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­დად­რო სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ან ოჯა­ხე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

- საკ­მა­ოდ ხში­რად ხვდე­ბით და­სავ­ლელ პო­ლი­ტი­კო­სებს, რიგ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ, ეს იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში აპი­რებთ მოს­ვლას?

- მე არა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ გა­ნი­ხი­ლა­ვენ ასეთ ვერ­სი­ებს და პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ. როცა და­ვა­პი­რებ ან თუ გა­დავ­წყვეტ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას, მე თვი­თონ ვი­ტყვი, და­სა­მა­ლი რა არის?! ჯერ ბევ­რი საქ­მე მაქვს, პო­ლი­ტი­კის­თვის არ მცა­ლია.

განაგრძე კითხვა