"მე, როგორც "კანვას საქართველოს“ დირექტორი, არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ" - გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებაზე - კვირის პალიტრა

"მე, როგორც "კანვას საქართველოს“ დირექტორი, არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ" - გიორგი მელაძე სუს-ის განცხადებაზე

"სუს-ი ლა­პა­რა­კობს გა­დატ­რი­ა­ლე­ბებ­ზე... რა­საც ყო­ველ­თვის აკე­თებს და ამ­ჯე­რად ამ ყვე­ლა­ფერ­ში ამა­ტებს ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვასს“ - "კან­ვას სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი ამ­ჟა­მად ვარ მე და არა­ნა­ირ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას არ ვგეგ­მავ, - ამის შე­სა­ხებ "ილი­ა­უ­ნის“ ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი მე­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­სი­ვე თქმით, სუს-ის გან­ცხა­დე­ბის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბაა.

"პი­რა­დად ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და გა­ზა­ფხულ­ზე. გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი იყო კო­ბა­ხი­ძე და მა­ში­ნაც "ექ­სტრე­მის­ტი“ მე­ძა­ხა. ბოლო 20 წე­ლია უამ­რავ ჯგუფ­თან და აქ­ტი­ვის­ტთან მი­მუ­შა­ვია და ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი საქ­მეა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ფიქ­რი და მოქ­მე­დე­ბა უკე­თე­სი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მე­ბის შე­საქ­მნე­ლად. რა­საც სუს-ი აკე­თებს დღეს, ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი მო­მის­მე­ნია ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­გან.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მე გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს საქ­მეს, არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი კამ­პა­ნი­ე­ბის შე­სა­ხებ ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბას!“, - წერს მე­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის ფარ­გლებს გა­რეთ მოქ­მე­დი პირ­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს, რომ­ლის სა­ბო­ლოო მი­ზა­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით შეც­ვლა.

ამას­თან, სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცია "კან­ვა­სი“ და აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია "რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რის­თვის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა”.

IPN