"უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში" - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუს-ს განცხადებას ეხმაურება ეხმაურება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სუს-ს განცხადებას ეხმაურება ეხმაურება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ გადატრიალების მომზადების თაობაზე ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება უკრაინის დემონიზაციას ცდილობს.
„ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების მოსაგვარებლად. უკრაინის სახელმწიფო არ ჩარეულა, არ ერევა და არ აპირებს ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში“, - აღნიშნა მან, რომლის კომენტარსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"