"ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც შემ­ხვედ­რია ამ ომის მან­ძილ­ზე!" - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი? - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც შემ­ხვედ­რია ამ ომის მან­ძილ­ზე!" - რას წერს უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლზე "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი?

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი, ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძეა. ის "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" წევ­რი იყო. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლილ სამ­ხედ­როს­თან ორი დღის წინ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ვინც შემ­ხვედ­რია ამ ომის მან­ძილ­ზე! "ცოდ­ვაა, როცა ვაჟ­კა­ცი უნდა გა­დიქ­ცეს მი­წა­და" (ვაჟა ფშა­ვე­ლა­მე). 4 ჯგუ­ფის მე­თა­უ­რი ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძე! ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა, ორი დღის წინ.

ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძე დო­ნეც­კის ოლ­ქის და­სახ­ლე­ბა სტა­რო­მა­ი­ორსკო­ეს­თან იბ­რძო­და, სა­დაც პო­ზი­ცი­უ­რი ბრძო­ლე­ბი დიდი ხა­ნია, გრძელ­დე­ბა; ის პო­ზი­ცი­ე­ბი, სა­დაც ზაქ­რო შუ­ბი­თი­ძე სხვა მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ოკუ­პან­ტე­ბის მა­სობ­რი­ვი სა­არ­ტი­ლე­რიო იე­რი­შის სა­მიზ­ნე გახ­და, ზაქ­რომ სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო, თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

ცნო­ბის­თვის, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან შეჭ­რას, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე, 48 ქარ­თვე­ლი ემსხვერ­პლა.