თბილისი-ბაქოს ავიარეისს საფრთხე დაემუქრა?! - რაში ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ ფორმირებებს - კვირის პალიტრა

თბილისი-ბაქოს ავიარეისს საფრთხე დაემუქრა?! - რაში ადანაშაულებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ ფორმირებებს

სომხურმა უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული, სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტური სანავიგაციო სისტემების მიმართ რადიოსიხშირული ჩარევა გამოიყენეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რადიოსიხშირული ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების E-190 სამგზავრო თვითმფრინავის GPS სატელიტურ სანავიგაციო სისტემაში, რომელიც თბილისი-ბაქოს რეისს ასრულებდა, გაუმართაობა მოხდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა 18 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:28-20:34 საათზე მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"