ვინ არის დოლიძის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი და მისი ყოფილი ქმარი, რომლის ტყვიასაც ის შეეწირა - კვირის პალიტრა

ვინ არის დოლიძის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი და მისი ყოფილი ქმარი, რომლის ტყვიასაც ის შეეწირა

არსებული ინფრომაციით, პოლიციელი, რომელმაც ყოფილი ცოლი ვერიკო ქუმსიაშვილი და სიდედრი მოკლა, გურამ ქადეიშვილია. მკვლელობას რამდენიმე თვითმხილველი ჰყავს, მათ შორის, არასრულწლოვანი შვილები.

მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა - ის ხეჩინაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გარდაცვლილთა მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი დოლიძის 27 ნომერში საცხოვრებლად ახალი გადასული იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა.