ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - კვირის პალიტრა

ტოპ-5 პროდუქტი, რომელსაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში

2023 წლის 8 თვეში რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1 686 897 800 აშშ დოლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით, რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და მას მხოლოდ თურქეთი უსწრებს.

საქსტატის მონაცემებით, წლიურად საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 15.3%-ით, ხოლო იქიდან იმპორტი 14.7%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რუსეთში 461 385 700 აშშ დოლარის ექსპორტი და 1 225 512 100 აშშ დოლარის იმპორტი განხორციელდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა პროდუქტები იყიდა და გაყიდა საქართველომ რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით.

-0:02 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი რუსეთში:

ყურძნის ნატურალური ღვინოები - 112 112 400 აშშ დოლარი; მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - 66 642 000 აშშ დოლარი; ფეროშენადნობები - 45 373 400 აშშ დოლარი; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 42 906 900 აშშ დოლარი; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 41 956 000 აშშ დოლარი.

"ინტერპრესნიუსი"