„თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“ - სოზარ სუბარი პაატა მანჯგალაძეს - კვირის პალიტრა

„თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“ - სოზარ სუბარი პაატა მანჯგალაძეს

შენ მანდ რომ გადაჯექი, ხომ არ გგონია, ვერ მოგვწვდები?! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს, როდესაც ეს უკანასკნელი სესიაზე პოლიტიკური განცხადებით გამოდიოდა.

მანჯგალაძემ მმართველი გუნდი რუსული ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და ამ კონტექსტში „ხალხის ძალაც“ ახსენა.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, სოზარ სუბარმა მანჯგალაძეს ასეთი რეპლიკით მიმართა: „თავით ფეხებამდე გამოხოხებული აგენტი ხარ“.

აღნიშნული გადაძახილის შემდეგ „ხალხის ძალის“ კიდევ ერთი წევრი, მიხეილ ყაველაშვილი საკუთარი ადგილიდან მაჯგალაძესთან გადაჯდა და მათ შორის რამდენიმე წუთიანი საუბარი შედგა. მოკლე დიალოგის დროს, მანჯგალაძემ ყაველაშვილს უთხრა, რომ მისი რჩევა იქნება, ნუ დაიცავს რუსეთის აგენტს, ფარცხალაძეს, რაზეც ყაველაშვილმა უპასუხა, რომ მისი საქმე არაა, თუ ვის დაიცავს ის.

"ინტერპრესნიუსი"