ფარცხალაძის სკანდალური ცხოვრება - პოლიტიკური თამაშები, 2 ქორწინება, შთამბეჭდავი ქონება და სანქციების ფონზე ფოტო იბიციდან
ხუთი დღეა, რაც ქართულ მედიაში ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გარშემო ატეხილი სკანდალი გრძელდება. ის პირველი ქართველი მილიონერია, რომლის წინააღმდეგაც აშშ-მა სანქციები დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მას ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ეფ-ეს-ბე) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე ეფ-ეს-ბესთან კავშირებით პირად სარგებელს იღებდა.
ამის გარდა, სანქციები რუსეთში დაფუძნებულ მენეჯმენტის საკონსულტაციო ორ კომპანიაზეც გავრცელდა, რომელთა 50% ფარცხალაძეს ეკუთვნის: LLC Moscow Business Brokerage და LLC International Business Corporation.
საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით კი, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეუზღუდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ ეროვნულ ბანკში განუცხადეს, სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.
ფარცხალაძის სკანდალებით სავსე გზაოთარ ფარცხალაძე 2008 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, გარდა ამისა, იყო საქართველოს პარლამენტის ენერგეტიკის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და 30 დეკემბერს გადადგა. 53 დღე თანამდებობაზე მისთვის პოლიტიკურად საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ წლების წინ ის გერმანიაში ბოტასების ქურდობის გამო, ყაჩაღობის მუხლით იყო ნასამართლევი. გადადგომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ გერმანიაში სამართალდამცველებთან ინცინდენტი ნამდვილად შეემთხვა, თუმცა ის სხვაში აერიათ.
2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარცხალაძემ იმჟამინდელი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია სცემა. დაზარალებული აცხადებდა, რომ მას კლუბ "ელ ცენტროში" თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. გააგრძელეთ კითხვა