დიმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე: "გამოიცანით, რა ბედი ელის მას"
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სომხეთის პრემიერზე, ნიკოლ ფაშინიანზე რიტორიკულ კითხვას სვამს: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას“.
„ერთ დღეს ჩემმა ერთ-ერთმა კოლეგამ მოძმე ქვეყნიდან მითხრა: „მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმღებთ“. მე ვუპასუხე, რაც უნდა მეპასუხა: „ჩვენ ვიმსჯელებთ არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით”. შემდეგ მან წააგო ომი, მაგრამ უცნაურად დარჩა თავის ადგილას. შემდეგ მან გადაწყვიტა რუსეთისთვის დაებრალებინა თავისი უღიმღამო დამარცხება. შემდეგ მან დათმო თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. მერე ნატო-სთან ფლირტი გადაწყვიტა და ცოლი გამომწვევად წავიდა ჩვენს მტრებთან ფუნთუშებით. გამოიცანით რა ბედი ელის მას...“ - წერს „ტელეგრამში“ მედვედევი.
IPN