"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე? - კვირის პალიტრა

"მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?

თბი­ლის­ში, დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მა­მა­კაც­მა ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. შემ­თხვე­ვა, გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 12:00 სა­ათ­ზე მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბის დროს ბი­ნა­ში, სი­დედ­რის, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გარ­და კი­დევ ერთი პირი იმ­ყო­ფე­ბო­და. და­ნა­შა­უ­ლი ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღით არის ჩა­დე­ნი­ლი. მომ­ხდა­რის შემ­დეგ მა­მა­კაც­მა თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და და ის ამ­ჟა­მად ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

უმ­ძი­მეს და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი გუ­რამ ქა­დე­იშ­ვი­ლია. ის შსს-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და - გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო, წო­დე­ბით ოფი­ცე­რი.

"ეს პო­ლი­ცი­ე­ლი, დო­ლი­ძე­ზე ყო­ფი­ლი ცოლი და სი­დედ­რი რომ მოკ­ლა, 2018 წელს სამ­სა­ხუ­რი­დან გვყავ­და და­თხო­ვი­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის გამო. მი­ნის­ტრი პარ­ლა­მენ­ტში გა­მო­დი­ო­და მისი მხრი­დან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გეთ და პირ­და­პირ პარ­ლა­მენ­ტი­დან მოხ­სნა.

შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, აღად­გი­ნეს და ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, რო­გორ ამუ­შა­ვე­ბენ მი­ნის­ტრის იმ დროს გა­მო­ცე­მულ ბრძა­ნე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ი­ცე­მო­და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი, ჩა­მო­ერ­თმე­ო­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ია­რა­ღი და ხდე­ბო­და და­თხოვ­ნა.

ზო­გა­დად ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტებ­მა ხომ მო­ი­მა­ტა უმოქ­მე­დო­ბის გამო და მარ­თლა არ მე­გო­ნა ამ ნა­წილ­შიც 2017 წლამ­დე პე­რი­ოდს თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით, როცა ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის­თვის ძა­ლოვ­ნე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.