"ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება" - რა წერია სებ-ის ახალი გადაწყვეტილებაში? - კვირის პალიტრა

"ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება" - რა წერია სებ-ის ახალი გადაწყვეტილებაში?

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2022 წლის 26 თე­ბერ­ვლი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მი­თი­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი სრუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ აშშ - ის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქარ­თუ­ლი სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი მოქ­მე­დებს სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. სა­ქარ­თვე­ლო არას­დროს ყო­ფი­ლა და არც მო­მა­ვალ­ში იქ­ცე­ვა სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის არი­დე­ბის ად­გი­ლად.

ამას­თან, ამ პრო­ცეს­ში, ად­გი­ლი აქვს პირ­ველ პრე­ცე­დენტს, რო­დე­საც ასე­თი სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს იცავს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი, ხელ­მძღვა­ნე­ლობს რა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პით, მი­იჩ­ნევს რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე არ შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, თუ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლო­ში მის მი­მართ შე­სა­ბა­მის საქ­მე­ზე არ დად­გა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღუდ­გე­ბა, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა ახა­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. კერ­ძოდ, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე თუ მის მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ არის დამ­დგა­რი.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შე­ი­მუ­შა­ვა და აა­მოქ­მე­და ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის 2023 წლის 4 აგ­ვის­ტოს N208/04 ბრძა­ნე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამ წე­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბი ვრცელ­დე­ბა:

ა) სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, თუ მის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი;

ბ) სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ იუ­რი­დი­ულ პირ­ზე, რომ­ლის წილს ფლობს (ფლო­ბენ) სან­ქცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე (მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი), თუ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ტა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის პრო­ცეს­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ვალ­დე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბოს შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ყუ­რა­დღე­ბით შე­ის­წავ­ლის და გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­ტროლ­ზე აიყ­ვანს სან­ქცი­ე­ბის გვერ­დის არი­დე­ბის თი­თო­ე­ულ სა­ვა­რა­უ­დო შემ­თხვე­ვას და რის­კებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მზად არის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ,"- აღ­ნიშ­ნუ­ლია სებ-ის გა­და­წყე­ვი­ლე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ-ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ბან­კო აქ­ტი­ვებ­ზე წვდო­მა და ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი აქვს. ამის პა­სუ­ხად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სებ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა“ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

ცნო­ბის­თვის, 14 სექ­ტემ­ბერს აშშ-მ ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში “ქარ­თვე­ლი-რუსი ოლი­გარ­ქი” ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე და­ა­სან­ქცი­რა. მა­თი­ვე ცნო­ბით, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი (“ეფეს­ბე”) აღ­ნიშ­ნულ ოლი­გარ­ქთან მუ­შა­ობ­და, რათა გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნა ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და პო­ლი­ტი­კა­ზე რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად 2013 წლის 7 ნო­ემ­ბერს და­ი­ნიშ­ნა, ამა­ვე წლის 30 დე­კემ­ბერს გა­დად­გა.