ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა - მანამდე მანდატურებმა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს - კვირის პალიტრა

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა - მანამდე მანდატურებმა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს

ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარლამენტის სასესიო დარბაზი დატოვა. მანამდე მანდატურებმა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მითითებით, სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს.

ოპოზიციიდან პარლამენტის სხდომაზე მხოლოდ არმაზ ახვლედიანი რჩება.

ოპოზიციამ სხდომის გახსნისთანავე სებ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. სესია სიტყვიერი დაპირიპირებით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"