აზერბაიჯანი ყარაბაღში ანტიტერორისტულ ოპერაციას აჩერებს
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლების მიმართვის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება ანტიტერორისტული ზომების შეჩერების შესახებ.
უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ანტიტერორისტული ზომების შეჩერებას შემდეგი პირობებით: "აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყარაბაღის რეგიონში დისლოცირებული სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და არალეგალური შეიარაღებული ჯგუფები ყრიან იარაღს, ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და სამხედრო პუნქტებს და ექვემდებარებიან სრულ განიარაღებას; ამასთან, ხორციელდება მთელი საბრძოლო მასალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა; ზემოაღნიშნული პროცესი ხორციელდება რუსულ სამშვიდობო კონტიგენტთან კოორდინაციით", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
"ინტერპრესნიუსი"