ლარის კურსმა ვარდნა დაიწყო?!
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:30 საათისთვის ერთი დოლარი 2.6625 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.6470 კურსით დაიწყო. თბილისის დროით 12:00 საათისთვის კი 2.6473 ლარად ივაჭრებოდა.
ამის შემდეგ, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტის კურსმა სწრაფი გაუფასურება დაიწყო და სულ რაღაც 1,5 საათის განმავლობაში 1,5 პუნქტით დაეცა.
უკავშირდება თუ არა ლარის კურსის სწრაფი ვარდნა საქართველოს ეროვნულ ბანკის გადაწყვეტილებებს და ბანკში მიმდინარე პროცესებს, უცნობია. თუმცა ფაქტია, რომ ლარის კურსმა სწრაფი დაცემა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას ბრიფინგის შემდეგ დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 19 სექტემბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.6412 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8271 ლარია.
BPN.GE