სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს - თემა, სავარაუდოდ, დღევანდელი დრამატული მოვლენებია
სალომე ზურაბიშვილი დღეს, 17:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს. თემა, სავარაუდოდ, დღევანდელი დრამატული მოვლენებია. შეგახსენებთ, რომ გუშინ ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მიერ იყო სანქცირებული, ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
დღეს პარლამენტში ამ საკითხს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ამასთან, სავარაუდოდ, პროტესტის ნიშნად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების პოსტები დატოვეს პაატა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა.