რა ღირს დოლარი და ევრო ვალუტის ჯიხურებსა და მისო-ებში
14:00 საათისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.6630 ლარად ივაჭრება.
ამავე დროის მონაცემებით, სავალუტი ჯიხურებსა და მისო-ებში დოლარის ღირებულება 2,67-2,68 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ევროს 2,84-დან 2,87 ლარამდე ღირს.
უფრო კონკრეტულად, ვალუტოში 1 დოლარის შეძენა 2,6850 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს - 2.8770 ლარად; რიკო ჯგუფში 1 დოლარი 2.6750 ლარი ღირს, 1 ევრო - 2.8600 ლარი; INTELIEXPRESS-ში 1 დოლარის ღირებულება 2.6750 ლარია, 1 ევრო - 2.8640 ღირს; კრისტალში 1 დოლარის შეძენა 2.6850 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს - 2.8820 ლარად, გირო კრედიტში 1 დოლარი 2.6750 ლარი ღირს, 1 ევრო 2.8600 ლარი, ფინკრედიტში 1 დოლარის ყიდვა 2.6700 ლარად არის შესაძლებელი, 1 ევროს - 2.8450 ლარად. (წყარო)