გიორგი ბაქრაძე ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიციას ტოვებს - კვირის პალიტრა

გიორგი ბაქრაძე ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიციას ტოვებს

გიორგი ბაქრაძე ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიციას ტოვებს. აღნიშნული მან "ბიზნესპრესნიუსთან" დაადასტურა, თუმცა მეტ კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების და საბჭოს წევრების პოზიციები დატოვეს არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამაც.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესსაქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება