"ძალიან ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი - ის უნდა გადადგეს!" - პრეზიდენტი1 - კვირის პალიტრა

"ძალიან ვნანობ ნათია თურნავასთან დაკავშირებით ჩემ გადაწყვეტილებას და ამისთვის ბოდიშს ვიხდი - ის უნდა გადადგეს!" - პრეზიდენტი1

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნა­თია თურ­ნა­ვა უნდა გა­დად­გეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და და დას­ძი­ნა, რომ ის თურ­ნა­ვას და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნა­ნობს.

"უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან ვნა­ნობ ჩემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ამის­თვის ბო­დიშს ვიხ­დი. მას რომ არ გა­დე­დო უვა­დოდ ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც უნდა შემ­დგა­რი­ყო, მას პი­რა­დად მო­ვახ­სე­ნებ­დი ამ ჩემს მო­საზ­რე­ბებს, თუ რა უნდა იყოს შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი.

პირ­ველ რიგ­ში, პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც ვერ და­იც­ვა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და პი­რი­ქით, ამ პრინ­ციპს თა­ვად ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, უნდა გა­დად­გეს“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.