ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს
ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. აღნიშნულ თავად გაგუა ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების და საბჭოს წევრების პოზიციები დატოვეს არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამაც. ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიცია დატოვა ასევე გიორგი ბაქრაძემაც.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.