ეროვნული ბანკი ქმედუუნარო გახდება - სებ-ის საბჭოში 4 წევრი რჩება
საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა, შესაბამისად, მათ დატოვეს საბჭოს შემადგენლობაც.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.
დღემდე ეროვნული ბანკის საბჭო 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე მეტია. შესაბამისად, ამჟამად საბჭო ქმედუუნარო გახდება, რადგან მის შემადგენლობაში 4 წევრი რჩება. (გააგრძელეთ კითხვა)