"ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს" - კვირის პალიტრა

"ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს"

ნათია თურნავას წარდგენაზე ბოდიშს იხდის ქალი, რომლის არჩევასაც მილიონზე მეტი ადამიანი ნანობს, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოასანი სებ-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

აღნიშნულის შესახებ წილოსანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მისი ახლანდელი მომწონებელი აღარ გვიმტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტია, როგორც მას წინასაარჩევნოდ უწოდებდნენ?! უღერძო ოპოზიცია და ღამურად ქცეული პრეზიდენტი“, - წერს წილოსანი.