"ქალბატონო" თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას, ვინც არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ... არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან!" - რაჭველიშვილი წულუკიანს - კვირის პალიტრა

"ქალბატონო" თქვენ ვერ ასრულებთ ფუნქციას, ვინც არ გემორჩილებათ, ყველას რეპრესიები მოუწყვეთ... არაფერი გესაქმებათ ჩვენს სფეროსთან!" - რაჭველიშვილი წულუკიანს

ცნო­ბი­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნო, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი კულ­ტუ­რის მი­ნისტრს თეა წუ­ლუ­კი­ანს დღეს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს და წერს, რომ ის მი­ნის­ტრი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ვერ ას­რუ­ლებს:

“კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რე­ფორ­მაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი,ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვერ ას­რუ­ლებს ფუნ­ქცი­ას”- თქვა კულ­ტუ­რა­სა და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში დი­დად გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბულ­მა “ხე­ლო­ვან­მა”. “ქალ­ბა­ტო­ნო” თქვენ ვერ ას­რუ­ლებთ ფუნ­ქცი­ას და არ გე­საქ­მე­ბათ არა­ფე­რი ჩვენს სფე­როს­თან!

მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად მომ­წონს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ­ჟა­მინ­დე­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა არ ას­რუ­ლებს თქვენს და­ვა­ლე­ბებს და ამი­ტომ აწყობთ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დრო­ინ­დელ ჩვე­უ­ლებ­რივ რეპ­რე­სი­ებს!

ვინც თქვენ არ გე­მორ­ჩი­ლე­ბათ, ყვე­ლას რეპ­რე­სი­ე­ბი მო­უ­წყეთ და ყვე­ლას ემუქ­რე­ბით და თავს ეს­ხმით სი­ტყვი­ე­რად თუ ფი­ზი­კუ­რად! ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი ხელ­წე­რაა სა­წუ­ხა­როდ!!!" - წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი. (გააგრძელეთ კითხვა)