"ლაპარაკი დაიწყო, საკვებს იღებს" - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მძიმე სენთან ბრძოლის ფონზე
რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულმა სოსო ჯაჭვლიანის ფოტოებმა ბევრის განცვიფრება გამოიწვია, რადგან სპორტსმენი და მსახიობი ძალიან შეცვლილი ჩანდა, წონაში საგრძნობლად დაკლებული... როგორც გაირკვა, სოსო ჯაჭვლიანი მძიმე სენს ებრძოდა...
მაშინ იგი ერთ-ერთმა ტელევიზიამ გარდაცვლილადაც კი გამოაცხადა, თუმცა მალევე, მისმა მეგობარმა დათო ლორთქიფანიძემ გაავრცელა ფოტო და ინფორმაციაც, სადაც დაადასტურა, რომ სოსო ჯაჭვლიანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა იგი ცოცხალია და ექიმებისა თუ ერთგული ადამიანების თანადგომით ყველაფერს დაძლევს.

ამჯერად, გადავწყვიტეთ, სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობა მოგვეკითხა და ამასთან დაკავშირებით მის უახლოეს მეგობარს - ერეკლე საღლიანს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ მსახიობი, საბედნიეროდ, უკეთესადაა...
ერეკლე საღლიანი:
- სოსო ამჟამად უკეთაა, ლაპარაკი დაიწყო, საკვებს იღებს, სამი კილოგრამი მოიმატა... სოსოს შესახებ ამბებს მისი დისგან და დეიდაშვილისგან ვიგებ. თავადაც ვცდილობ დაველაპარაკო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაკავშირებას და ტელეფონს საერთოდ აღარ პასუხობს.
მთავარია, მკურნალობამ შედეგი გამოიღო და თანდათან კიდევ უკეთესად გახდება!
(სპეციალურად საიტისთვის)